მარადონას გარდაცვალება

მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო, გაჩხრიკეს პირადი ექიმის სახლი

არგენტინის პროკურატურაში განაცხადეს, რომ დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო და მოსამართლის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე მისი პირადი ექიმის მფლობელობაში არსებული საკუთრებები გაჩხიკეს.

პროკურატურაში ასევე გამოიკითხებიან მარადონას ნათესავები და ახლო მეგობრები.

ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, თუმცა მარადონას ადვოკატმა, მატიას მორიამ თქვა, რომ მას სურს, სრულად გამოიძიონ ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები. ის სასწრაფო დახმარებას ნელი რეაგირებისათვის აკრიტიკებს.

"სასწრაფო დახმარების მანქანას მოსასვლელად ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა, ეს დანაშაულებრივი იდიოტიზმია". - დაწერა მან ტვიტერზე.

ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მანამდე, 3 ნოემბერს მას ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს.

ამავე თემაზე:

კომენტარები