ავღანეთი

ავღანეთის ორ პროვინციაში დანაღმული მანქანები აფეთქდა, დაიღუპა უსაფრთხოების ძალების 30 წევრი

Reuters

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში დანაღმული მანქანა აფეთქდა. დაიღუპა ქვეყნის უსაფრთხოების ძალების 30 წევრი. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. საავადმყოფოში გადაყვანილია 24 დაშავებული. ყველა მათგანი ავღანეთის უშიშროების ძალების წევრია.

თავდასხმის სამიზნეს თავდაცვის ძალების ბაზა წარმოადგენდა, თუმცა დაზიანდა ბაზის მახლობლად მდებარე შენობებიც. დაშავებული ან დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ჟურნალისტების კითხვაზე, იდგა თუ არა თალიბანი თავდასხმის უკან, დაჯგუფება თალიბანის ლიდერმა, ზაიბულა მუჯაჰიდმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები გრძელდება. პარალელურად, უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ შეწყვეტილა თავდასხმები, მათ შორის იყო დანაღმული მანქანის აფეთქების რამდენიმე შემთხვევა.

დღეს, 29 ნოემბერს დანაღმული მანქანა აფეთქდა ზაბულის პროვინციაშიც. თავდასხმის სამიზნეს პროვინციის საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 23 ადამიანი. თავად საბჭოს თავმჯდომარე მსუბუქად დაშავდა. ის თალიბანის კრიტიკით გამოირჩევა, თუმცა არც ამ თავდასხმაზე აუღია რომელიმე დაჯგუფებას პასუხისმგებლობა.

კომენტარები