უბედური შემთხვევა ჩოხატაურში

ჩოხატაურში, ქვის საამქროში კაცი მძიმედ დაშავდა – ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

გვიან ღამით ჩოხატაურში ახალგაზრდა კაცი ქვის საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.

კომენტარები