ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა იზღუდება

საქართველოს მთავრობამ კორონავიუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დააწესა. 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით, საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა იზღუდება, მათ შორის მეტროსიც.

უფრო ვრცლად კი, ქვეყნის დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძის უღელტეხილსა და მესტიაში) დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამ შეზღუდვების პარალელურად, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გუშინ, 26 ნოემბერს, თქვა, რომ მეტრო მუშაობას არ გააჩერებს და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს. კალაძემ განმარტა, რომ მეტროსადგურებზე კონტროლდება მგზავრთა ნაკადი და მგზავრებისა და მეტროს თანამშრომლებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია.

კომენტარები