ეკონომიკა

ლარში გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 3.03%-ით გაიზარდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით, 0.09%-ით შემცირდა და პირველი ნოემბრისთვის 36.35 მილიარდი შეადგინა.

ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.03%-ით, 468.32 მლნ ლარით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 2.39%-ით, 500.18 მლნ ლარით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.68%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.90 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.08%-ით ნაკლები).

0.16%-ით, ანუ 29.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 18.08 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, პირველი ნოემბრისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.87 პროცენტი შეადგინა და 2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.33 პროცენტული პუნქტით.

კომენტარები