ბელარუსი

ბელარუსის არააღიარებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ალექსანდერ ლუკაშენკო
LiveJournal

ბელარუსის არაღიარებულმა მართმადიდებელმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ ალექსანდრ ლუკაშენკო ანათემას გადასცა. ამის შესახებ მთავარეპისკოპოსმა სვიატოსლავ ლოგინმა ტორონტოში, წმინდა კირილის ტაძარში გამართულ ღვითისმსახურების განაცხადა. 

"ლუკაშენკო ჩადის უკანონობას, დევნის და კლავს მართლმადიდებლებს და უბრალო მოქალაქეებს. ლუკაშენკო და მისი მოკავშირეები აწყობენ სისხლიან შურისძიებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მრავალტანჯულ ბელარუსში". – ნათქვამია ანათემის ტექსტში. 

ამავე ტექსტში ნახსენებია რუსეთიც. "ეს ძალადობა და მართლწესრიგის აბუჩად აგდება ხდება ბელარუსის აღმოსავლეთ მეზობლის მხარდაჭერით, რომელიც თავს მართლმადიდებლად და უფროს ძმად მოიხსენიებს, მაგრამ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის". – წერია ტექსტში. 

თავად ლუკაშენკოს არაღიარებული ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ლოგინი ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიებს და მას თვითმარქვიასა და ჯალათს უწოდებს. 

ბელარუსის არაღიარებული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 1944 წლიდან ემიგრაციაში იმყოფება. ეკლესიის მთავარი ტაძარი ნიუ-იორკში მდებარე წმინდა კირილის საკათედრო ტაძარია. ეკლესიას მცირე მრევლი ყავს მინსკშიც. 

ბელარუსში საპროტესტო მოძრაობა 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განუწყვეტლად მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ხმების 80%-ით ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შედეგები არ ცნო დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობამ. 

კომენტარები