არჩევნები 2020

ვაშაძე: შეთანხმების გარეშე პარლამენტში ხელაღებით შესვლას არც კი განვიხილავ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია, თუმცა გადაწყვეტილების მიღემის მექანიზმი ქართული ოცნების ხელშია.

თქვა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ, სადაც ის სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მსგავსად, ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდა.

"ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, მოგვიწოდებენ კომპრომისებისკენ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ გადაწყვეტის მექანიზმი ქართული ოცნების ხელშია და არა ჩვენსაში.

მე კვლავ დავაფიქსირე ის პოზიცია, რაც, ვფიქრობ, რომ არაერთხელ დაუფიქსირებიათ ოპოზიციურ პარტიებს და პირდაპირ ვამბობ, რომ ჩემთვისაც, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროკავშირის პოზიცია, შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, მაგრამ აქვე პირდაპირ ხაზგასმით ვიტყვი, რომ პარლამენტში ხელაღებით შესვლა, შეთანხმების გარეშე - მე ამ საკითხს არც კი განვიხილავ". - თქვა მან.

ვაშაძის თქმით, მან არ იცის, რა შეიძლება გახდეს შეთანხმების საგანი, გარდა იმისა, რასაც ოპოზიციური პარტიები ითხოვენ და რის საპასუხოდაც, მისივე თქმით, ქართულ ოცნებას ერთი წინადადებაც კი არ უთქვამს.

ხვალ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 ოლქში მეორე ტური იმართება, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება მონაწილეობს. თავდაპირველად, ოპოზიცია ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებდა, თუმცა გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს, მოერე ტურს სრული იგნორი გამოუცხადონ.

დღეს, 20 ნოემბერს, იპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ელჩებს ინდივიდუალურად ხვდებიან.

კომენტარები