კორონავირუსი მსოფლიოში

სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

Reuters

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

90 წლის პატრიარქს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სერბეთში კორონავირუსით ინფიცირების 104 097 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 1 110 და გამოჯანმრთელდა 31 536 ადამიანი.

კომენტარები