უბედური შემთხვევა

რუსთავში მე-7 სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა

რუსთავში, 2 წლის ბავშვი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა. მცირეწლოვანი რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, გაუფრთხილებლობით.

კომენტარები