არჩევნები 2020

ვაშაძე: აშშ-ს ესმის, როგორ გვჭირდება მოკავშირეების დახმარება კრიზისიდან გამოსასვლელად

უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმიტომ, რომ იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენ რეგიონში არის, მან მონახა საშუალება ჩამოვიდეს. ჩემი 45- წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები. ეს რეალურად ძალიან ბევრს ნიშნავს. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაცია არის, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროპის კავშირს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენ სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით. ფაქტებით დარღვევებზე, გაყალბებაზე, იმაზე, თუ რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საუბნო და საოლქო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს გადაწერა.

გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქედან, თუ რაოდენ რთულია ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და მდგომარეობა რეგიონში, რაოდენ რთულია ის, რომ მთელი მსოფლიო არის გაყინული და ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენს უკან დგას საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას...

ენმ-ს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. ოპოზიციის ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.

კომენტარები