არჩევნები 2020

ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული მოლაპარაკებების პროცესში

ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი და ჩვენ გავაცანით, თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად, ჩვენ ასევე მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს აშშ, ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას. 

ჩვენ არ ვასაჯაროვებთ საუბრების დეტალებს, არც წინა და არც ამ შეხვედრის. ეს არის ჩვენი შეთანხმება. ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად. გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა დიალოგის რეჟიმში ხელისუფლებასთან, ქართული ოცნების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში...

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. ოპოზიციის ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.

კომენტარები