კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 539 პაციენტი.

18 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა, 815 კი გარდაიცვალა. სულ 17 086 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები