ხაშური

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები