არჩევნები 2020

ელისაშვილი: დღეს იყო გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები, ვიდრე წინა

დღეს იყო გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები, ვიდრე წინა. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. კარგი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორსაა ჩვენი პოზიიცები და არ მომხდარა პოზიციების დაახლოება, ჩვენ ძალიან მტკიცედ ვართ ჩვენს პოზიციაზე, ქართული ოცნებაც ძალიან შორისაა თავისი პოზიციით ჩვენგან. მაგრამ ერთი, რაზეც შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთი რაუნდი იქნება. დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოალაპრაკება გაგრძელდება.

თქვა პარტია მოქალაქეების თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებსა და მმართველი გუნდის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები