არჩევნები 2020

ვაშაძე: შევჯერდით, რომ იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე

შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ფაქტობრივად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარი გუშინდელი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარიც კი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმზე, რაზეც იყო საუბარი ქართული ოცნების მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა.

მეორე, რომ ჩვენ შევჯერდით, რომ იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ უკვე არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, რადგან ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების გადათვლას აზრი არა აქვს.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენელ, არჩილ თალაკვაძესთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები