არჩევნები 2020

თალაკვაძე: არ ველით დიალოგის ამ ფორმატში დასრულებას, ჩვენ მზად ვართ პარლამენტში გავაგრძელოთ

მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაახლოოთ პოზიციები, იმისთვის, რომ დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში.

ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში პოლიტიკური სტაბილურობაა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები, რის მიხედვითაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულებისას.

კომენტარები