არჩევნები 2020

სააკაშვილი: პომპეოს გზავნილი უნდა გადავცეთ, ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა

ახლა, როდესაც კუთხეში არიან მომწყვდეულები და დასუსტებულები, რომ ხვალ იყოს ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პომპეოსაც ჩვენ გადავცეთ ჩვენი გზავნილი. სხვათა შორის, ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა. ეს გზავნილი უნდა გადაეცეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ არის სახელმწიფო მდივანი, მასთან ერთად ჩამოვა ძალიან ბევრ ჟურნალისტი. უკვე ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მიკავშირდება, დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი. მაგრამ, ნამდვილი აფეთქება მოხდება ამ თემის საერთაშორისო მედიაში, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს და საქმეს, თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებული ხვალ და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისთვის. 

მე მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მე მესმის, რომ ცივა, მე მესმის, რომ კორონავირუსია და კარგი ამბავი არის ის, რომ უკვე გაჩნდა ვაქცინა. თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა, ამ ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუ ნორმალური მთავრობა იქნა, პრაქტიკულად, იმავე დღეს, როცა ამერიკაში გამოვა, იმავე დღეს ან მეორე დღეს იქნება ეს ვაქცინა საქართველოში. თქვენ ხომ იცით, რომ ტყუილად არასდროს არაფერს არ ვსაუბრობ. 

ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი ერთიანია, ახლა მეტი ქმედების დროა საბოლოო გამარჯვებისთვის.

კომენტარები