პუტინის რუსეთი

რუსეთის პოლიციამ LGBT კინოფესტივალი ჩაშალა

Moscow Times

LGBT კინოფესტივალი "Бок о бок" მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის ზედამხედველობის სამსახურმა(Роспотребнадзор) და პოლიციამ ჩაშალა. ორგანიზატორების თქმით, სამართალდამცავებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე შენობაში შესასვლელი დაბლოკეს და მაყურებლები ჩვენებაზე არ შეუშვეს.

"დღეს ზედამხედველობის სამსახურმა და პოლიციის თანამშრომლებმა ფესტივალის გახსნის ცერემონია და ფილმ "Ты и Я"-ს ჩვენება ჩაშალეს. ონლაინ ჩვენებები უცვლელად გაიმართება. იმედი გვაქვს, ამ გაუგებრობას ბოლო მალე მოეღება და პეტერბურგში ფესტივალს ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ". – წერენ სოციალურ ქსელში ორგანიზატორები.

"ოფიციალური ვერსიით ზედამხედველობის სამსახურს აინტერესებდა, რამდენად ვიცავთ კორონავირუსის ეპიდემიის დროს გათვალისწინებულ რეგულაციებს, ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვქონდა, მოულოდნელად ერთ-ერთმა პოლიციელი ღრიალით და გინებით შემოვარდა და გარეთ გასვლა გვიბრძანა". – ამბობს ფესტივალის პიარ-მენეჯერი ალინა პჩელინცევა.

ჟიურის ერთ-ერთი წევრის, რენატ დავლეტგილდეევის თქმით, კინოთეატრთან პოლიციელებთან ერთად იდგა ნიღბიანი ახალგაზრდების ათკაციანი ჯგუფიც, რომელიც "არასრულწლოვანთა გარყვნისა" და "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის" შეწყვეტას მოითხოვდა. 

 

კომენტარები