მთიანი ყარაბაღის სოფლების დატოვებამდე მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებს წვავს [VIDEO]

BBC/Twitter

მთიანი ყარაბაღის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ყარაბაღის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

10 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, მხარეები, სომხეთი და აზერბაიჯანი, საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. ასევე შეთანხმება აღდამის რეგიონის აზერბაიჯანული მხარისათვის დაბრუნებას მოიცავს, რისთვისაც სომხეთს ვადა 20 ნოემბრამდე ეძლევა.

მთიანი ყარაბაღის სოფლების დატოვებამდე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საკუთრ სახლებს წვავს, რათა ისინი აზერბაიჯენელებს არ დარჩეთ. ინფორმაციას ამის შესახებ  BBC ავრცელებს.

BBC-ის რეპორტიორი უილ ვერნონი Twitter-ზე წერს:

"დღევანდელი დღე მთიან ყარაბაღში, სოფელ დადივანკში გავატარეთ. ეს რეგიონი ორ დღეში აზერბაიჯანს გადაეცემა. ბევრი ადგილობრივი ცლის საკუთარ სახლს და მიდის. ზოგიერთმა საკუთარ სახლს ცეცხლის წაუკიდა, რათა ის აზერბაიჯენელბს არ ჩაუვარდეთ ხელში"

მსგავს კადრებს ავრცელებს Twitter-ზე BBC-ს კიდევ ერთ ჟურნალისტი იური ვენდიკი.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო. შეთანხმებით კმაყოფილია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ამას ბრწყინვალე გამარჯვებასა და სომხეთის კაპიტულაციას უწოდებს.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები