საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 473 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი.
13 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 73 154 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 55 511 გამოჯანმრთელდა, 636 კი გარდაიცვალა. სულ 16 981 აქტიური შემთხვევაა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.





