არჩევნები 2020

მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ულტიმატუმი და დიალოგი გამომრიცხველია – დიალოგი ცხელი თოვლივითაა 

იგივეა, რომ ხელისუფლებამ თქვას – ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, ოღონდ ერთი დაშვებით, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და მერე იყოს დიალოგი. ეგ ხომ დიალოგი არ არის, ეგ ულტიმატუმებია, ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს. შესაბმისად, პირობების დაყენება, თან ყველაზე მთავარი, რასაც დავობენ, იმ პირობის შემდეგ დიალოგი ცხელი თოვლივითაა, არ გამოდის...

თქვა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის

კომენტარები