არჩევნები 2020

მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ქვეყნის დანგრევა-არდანგრევის საკითხია, რომ შემოვიდნენ პარლამენტში

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის პროტესტსა და პარლამენტის ბოიკოტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი პარლამენტში შესვლა და მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა ქვეყნის დანგრევა-არდანგრევის საკითხია.

"ქვეყნის დანგრევა-არდანგრევა პირველ რიგში, გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა, თანაც აქტიური". – თქვა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები