არჩევნები 2020

ხვიჩია: თუ დამირეკავს ივანიშვილი და მეტყვის, რომ ჩემთან საუბარი უნდა, მივალ, დაველაპარაკები

თუ დამირეკავს ბიძინა ივანიშვილი და მეტყვის, რომ ჩემთან საუბარი უნდა, მე მივალ, დაველაპარაკები, თუ ამას დიალოგად თვლით, შედგება. ელჩები სავალდებულო კი არ არის მართლა... დიალოგს უნდა სურვილი. რეალურად, ის რომ ჩვენ ერთმანეთში არ ვლაპარაკობთ, სინამდვილეში ხელისუფლების სურვილია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციას არ ელაპარაკოს. ამ დროს გამოჩნდნენ უცხოელი ფასილიტატორები, რომლებიც იძულებულს ხდიან ხელისუფლებას დაელაპარაკოს, თორე ხელისუფლება არის გაბუტული ბავშვივით. მე მაქვს ყველა სათამაშო ჩემთვის, როგორც მინდა, ისე ვითამაშებ და თქვენ არ გათამაშებთ - აი ამ პოზიციაზეა ხელისუფლება. პატარა ბავშვივით იქცევა...

ასე პასუხობს პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, რუსთავი2-ის ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ოპოზიციის წევრებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ელჩების ჩარევის გარეშე შედგეს.

კომენტარები