საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით საქართველო 2019 წლის ნიშნულს 2024 წლისთვის დაუბრუნდება.
"ტურიზმის სექტორში შოკის შედეგად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ნიშნულს 2024 წლისთვის დაუბრუნდება". - წერია IMF-ის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 95,1%-ით შემცირდა. სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობებიდან მხოლოდ 15.7 მილიონი დოლარი მიიღო, შედარებისთვის, წინა წლის სექტემბერში იმავე მაჩვენებელმა 318 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
სულ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 499 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ ტურიზმიდან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო.