არჩევნები 2020

კუჭავა წულუკიანის შესაძლო პრემიერობაზე: პირველად მესმის, როგორ იქნებოდა განხილული?

საიდან მოიტანეთ ეს ინფორმაცია? არა. პირველად მესმის თქვენგან ეს ინფორმაცია. პირველად მესმის და როგორ იქნებოდა განხილული, თუ პირველად მესმის?

ქართული ოცნების წევრი, კახა კუჭავა "ოცნების" სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის შესაძლო პრემიერობას ეხმაურება. ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ინფორმირებულმა წყარომ მათ განუცხადა, რომ წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა, ასევე საუბარია მის პრემიერმინისტრად წარდგენაზე.

კომენტარები