კორონავირუსი საქართველოში

მიტროპოლიტი იობი: ვირუსი მართლა არსებობს, რეალობაა, სასულიერო პირები არიან დაავადებულები

ეს რეალობა არის! ვირუსი მართლაც არსებობს, მართლაც არის ჩვენ გვერდით… მღვდელმთავრები არიან დავადებულები, სასულიერო პირები არიან დაავადებულნი, მონაზონნი… უბრალოდ, ზოგიერთი არ ამჟღავნებს ამას და არ ამბობს, რომ ამით არის დაავადებული! ამიტომ, ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ექიმები, უნდა შევასრულოთ: პირბადე, დისტანცია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მოყვასის უსაფრთხოებისთვის… 

ამაში სიმდაბლე ჩანს ადამიანის, თუ მორჩილება გაქვს, უბრალოება გაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთის ნებაზეა და ღვთის დაშვებით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენც სიფრთხილე უნდა გვქონდეს. თქვენ გახსოვთ, კაცი წყალში იხრჩობოდა და ღმერთს შესთხოვა შველა და მიიღო პასუხი, ხელი გააქანე და გეშველებაო. ჩვენი ნებაც უნდა გამოვხატოთ, ჩვენც რაღაც მინიმუმი უნდა მოვიმოქმედოთ!

10 ნოემბერს, მროველ-ურბნელი მიტროპოლტი იობი ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

კომენტარები