საქართველო-აშშ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვევა - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვევა.

პომპეო საქართველოს გარდა ოფიციალური ვიზიტებით ჩავა საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

საქართველოში პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. ის შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

კომენტარები