არჩევნები 2020

წიკლაური ვაშაძეზე: ვერ გეტყვით, განცხადების მოტივი რა იყო, ჩემთვის სრულიად მიუღებელია

ეს არაა შეთანხმებული პარტიასთან, პირადად ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი ასეთი პოზიცია, მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააგრძელოს ის გზა, რომლითაც მიდიოდა აქამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ მაშინ, როდესაც ჩამორთმეულია ყველა დემოკრატიული უფლება, როცა გაყალბებულია არჩევნები და როცა ეს ყველაფერი მოხდა უკიდურესი ძალადობის გზით, ჩვენ დაგვრჩა ერთი გზა, ეს არის კონსტიტუციური გზა, კანონთან შესაბამისი გზა, ქუჩის საპროტესტო აქციები... ვერ გეტყვით, რა იყო მოტივი ასეთი განცხადების, პირადად ჩემთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, პარტიაში ეს ინფორმაცია პრაქტიკულად არავისთვის იყო ცნობილი... ერთიანი პოზიცია იქნება ძალიან მალე და არ მგონია, რომ ეს პოზიცია თანხვედრაში იყოს იმასთან, რაც ვაშაძემ გამოაქვეყნა...

 

ენმ-ის წევრი ნუგზარ წიკლაური გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება. ვაშაძე ყველა პოლიტიკურ პარტიას მიმართავს, "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად

კომენტარები