სომხეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ, ნაწილი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს

სომხეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს.

მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, მირზოიანი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და სცემეს. მის ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ერევანში მომიტინგეები მთავრობის შენობაშიც შეიჭრნენ. მომიტინგეები სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

10 ნომებერს სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად. თუ რა წერია ყარაბაღზე ფაშინიანის, პუტინისა და ალიევის ხელმოწერილ შეთანხმებაში შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

9 ნოემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ აღიარა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქ შუშაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვაგრამ პოღოსიანი.

კომენტარები