აქცია ცესკოსთან

"ექსპერტად ვერ გამოვდგები" – ცერცვაძე კითხვაზე, არის თუ არა ნოემბერში წყლის ჭავლი საფრთხე

კითხვაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეებზე წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ ამაში კომპეტენტური არ არის.

"ვერ გეტყვით, ჩემი კომპეტენციაა ავადმყოფის მკურნალობა და თქვენ რასაც მეკითხებით, ამაში ექსპერტად ვერ გამოვდგები" – უთხრა ცერცვაძემ მთავარ არხს.

პეცრაზმმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად რამდენჯერმე გამოიყენა. აქტივისტების წინააღმდეგ ჭავლის გამოყენებამდე ისინი არცერთხელ არ გაუფრთხილებიათ და არც დაშლისკენ მოუწოდებიათ. ასევე, თვითმხილველთა ინფორმაციით, გაუშვეს აირიც, რასაც უწყება უარყოფს. შსს-ს განცხადების მიხედვით, "აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, გამოვიყენეთ პროპორციული ძალა".

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა, მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები