აქცია ცესკოსთან

მშვენიერაძე ცესკოსთან წყლის ჭავლზე: უკანონოა, ამორალურობასა და ცინიზმზე აღარაფერს ვამბობ

ის, რაც ვიხილეთ, ცალსახად არის ადამიანის შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეში დარღვევა. ცალსახად უკანონოა სახელმწიფოს მხრიდან აქციის პრევენციული დაშლა ან/და გაფრთხილების გარეშე სპეციალური საშუალებების გამოყენება. ამორალურობაზე, ცინიზმსა და პოლიტიკურ უმწიფობაზე აღარაფერს ვამბობ...

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ცესკოსთან აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დარბევას ეხმაურება.

კომენტარები