არჩევნები 2020

დეკანოიძე: ჩვენ შორის ზღვარი წაიშალა, იმიტომ, რომ ჩვენ უკან სამშობლო დგას

აქ არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტიები. ჩვენ შორის დღეს ზღვარი წაიშალა, იმიტომ, რომ ჩვენ უკან არის ჩვენი სამშობლო. ჩვენ უკან არიან დაჭერილი, რეპრესირებული ადამიანები. გუშინ კიდევ 2 ადამიანი დაიჭირეს. ამიტომ, ჩვენ, ყველა ერთად, ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ვემსახურებით მომავალს და ვემსახურებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის ოლიგარქის ხელებიდან დახსნა. 

საქართველო მრავალფეროვანია, პოლიტიკური სპექტრიც მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე უფრო დიდებული საქართველო დღეს აქ არის.თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის, თავისუფლება გამორჩეული ადამიანების ხვედრია. თავისუფლება იმ ადამიანების ხვედრია, ვინც დღეს აქ ხმების დასაცავად მოვიდა. თავისუფლება ისეთი ადამიანების ხვედრია, ვისაც დღეს საქართველო ივანიშვილის გარეშე უნდა. თავისუფლება ჩვენი ხვედრია და თავისუფლება ივანიშვილის ხვედრი არ არის - ის რუსეთის გავლენას ემსახურება.  

ჩვენ, ყველა ერთად, თანასწორები ვართ. არავითარი ზღვარი ჩვენს შორის არ არის. ყველა ერთად ვიბრძვით ერთი იდეისთვის, იდეა, რომელიც არის ჩვენი სამშობლო, მოპარული ხმების დაცვა, ჩვენი მომავალი და იდეა, რომელსაც ჰქვია ბედნიერი, განვითარებული, წარმატებული საქართველო. 

ამბობს ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერი, ხატია დეკანოიძე. დღეს, 8 ნოემბერს, პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება.

კომენტარები