ახალი კორონავირუსი საქართველოში

მიტროპოლიტ ნიკოლოზს COVID-19 დაუდასტურდა

კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს COVID-19 დაუდასტურდა. მეუფე ნიკოლოზი ამის შესახებ წერს თავის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ მან PCR ტესტი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გაიკეთა. ინფიცირების სავარაუდო წყაროდ კი ეპარქიაში ინფიცირებულ სხვა რამდენიმე პირს მიიჩნევს. 

"არსებობს ფილტვების ოდნავი დაზიანება. მე მაქვს საშუალება და ვსარგებლობ ამ საშუალებით, რომ საუკეთესო ექიმებთან გავდივარ კონსულტაციას. ბატონი ამირანიც საქმის კურსშია და მე პირადად ვიცნობ იმ ექიმებს, რომლებიც ახლა უშუალოდ მიტარებენ მკურნალობას.

მე ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი თბილისში და დავდიოდი პატრიარქთან წირვაზე. რაღაც მოხდა, უწმინდესი შეუძლოდ იყო, არ იქნებოდა წირვაზე და, კიდევ კარგი, არ წავედი.

[...] მე გადამედო, ოღონდ წირვის დროს არა". – ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

მეუფე ნიკოლოზი მოქალაქეებს ფიზიკური აქტივობისკენაც მოუწოდებს და ამბობს, რომ ინფიცირება ტრაგედია არ არის.

7 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 2 754 პაციენტი.

ქვეყანაში სულ 14 612 აქტიური შემთხვევაა არის დადასტურებული, მათგან 39 773 გამოჯანმრთელდა, ხოლო 441 გარდაიცვალა.

კომენტარები