არჩევნები 2020

ოცნება ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებას ენმ-ს აბრალებს, გამოძიებას ითხოვს

ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯაშვილის გარდაცვალების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს და მათ შორის გობეჯაშვილს, რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

ხელაშვილმა სამართალდამცველებს მოუწოდა, აღძრან საქმე ამ მიმართულებით.

"ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყონებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით". - თქვა მან.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები