გიორგი გახარია

გახარია აქციებზე: ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ითარგმნება ეს ინფიცირების რაოდენობის ზრდაში

სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასდროს არ შეზღუდავს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, თუმცა ფაქტი არის ის, რომ მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია. ეს არის ეპიდემიოლოგების შეფასება და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ "ითარგმნება" ეს ყველაფერი ინფიცირების რაოდენობის ზრდაში. რა თქმა უნდა, აქ პირდაპირი კავშირია. 

ჩვენ იძულებულები ვიქნებით, გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში...

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ იმედის ეთერში. ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

კომენტარები