არჩევნები 2020

ვაკის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს

ფორმულა

ვაკის მეორე საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზვიად კუპრავა. კუპრავა საპროტესტო აქციიდან პოლიციის მანქანით გაიყვანეს. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. 

თბილისის სხვადასხვა საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, საოლქო კომისიები არ იღებენ საჩივრებს და მათ განუხილველად ტოვებენ.

კომენტარები