ეკონომიკა

წინა წლის ოქტომბერთან შედარებით თამბაქოზე ფასი 13.5%-ით გაიზარდა, ალკოჰოლზე — 5.1%-ით

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე საქართველოში 0.8%-ია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4% შეადგინა.

2020 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ალკოჰოლური სასმელის და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0%-იანი მატება. ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები თამბაქოს ნაწარმზე 13.5%-ით, ალკოჰოლურ სასმელებზე კი 5.1%-ით გაიზარდა. 

კომენტარები