არჩევნები 2020

შსს: საოლქო კომისიებთან სულ 12 პირი დააკავეს, 5 გაათავისუფლეს, 7 დროებით იზოლატორშია

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებთან გამართულ აქციებზე სულ 12 პირი დააკავეს, 3 – საბურთალოს ოლქთან, 9 კი - ისნის. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, 12 დაკავებული პირიდან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 7 კი დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

დაკავებებს წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება უძღოდა. თავდაპირველად, ისნის ოლქთან 6 ადამიანი დააკავეს, მეორე ინციდენტისას კი - 3. 

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, აქციას მართავდნენ. აქცია გამართეს საბურთალოზე, გლდანში, ისანში, სამგორში, წყალტუბოსა და ბათუმში. ოპოზიციის წევრების მოთხოვნაა, საჩივრების განხილვას დაესწრონ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

კომენტარები