არჩევნები 2020

ცესკო-ში ჟვანია დიპლომატებს და დამკვირვებლებს ხვდება, შენობის გარეთ კი აქცია მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკოს თავმჯდომარე დიპლომატიურ მისიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხვდება, სადაც არჩევნების შედეგებსა და დარღვევებზე საუბრობენ. ჟვანიამ მათ უთხრა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ საკითხზე.

შენობის გარეთ კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. სამართალდამცველებმა შენობასთან რკინის ბარიკადები განათავსეს.

კომენტარები