არჩევნები 2020

კუბილიუსი: შეშფოთებულები ვართ გადაცდომებით – დაშინება, მოსყიდვა, ძალადობის დაუსჯელობა

ევროპარლამენტარი და ევროსენატის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. კუბილიუსი ინტერპრესნიუსთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ცნობებით, რომელიც ისეთ შესაძლო გადაცდომებზე მიუთითებს.

"რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ ერთგულების დადასტურების მხრივ, ეს არჩევნები საქართველოსთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ცნობებით, რომელიც ისეთ შესაძლო გადაცდომებზე მიუთითებს, როგორიცაა: დაშინება, მოსყიდვა, ძალადობის დაუსჯელობა. თბილისში ევროკავშირის დელეგაციისგან დამატებით ინფორმაციებს ველოდებით". – თქვა კუბილიუსმა.

საქართველოში აშშ-ს საელჩომ 31 ოქტომბერის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ იზიარებენ ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ "საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა".

ეუთო/ოდირის შეფასება შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები