ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ჩემს თანამშრომელს დაუდგინდა კორონავირუსი, გადავედი თვითიზოლაციაში

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ გახარია საკუთარ Facebook გვერდზე წერს. პრემიერის ცნობით, მის თანამშრომელს რომელთანაც გუშინ ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტუდა

"სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას". – წერს გახარია.

პრემიერმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს კითხვას უპასუხა "მე რომ თვითიზოლაციაში გადავიდე, ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?"

კომენტარები