არჩევნები 2020

ვაკის ოლქში დათვლილია ხმების 100%, ნოდარ ტურძელაძე - 42.24%, ელენე ხოშტარია - 35.55%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ვაკის მაჟორიტარულ ოქლში დათვლილია ხმების 100% (სულ 81 უბანი).

საბოლოო შედეგებით ვაკის ოლქში მეორე ტური გაიმართება. შედეგები კი ასეთია:

ნოდარ ტურძელაძე - 42.24% (25 333 ხმა)

ელენე ხოშტარია - 35.55% (21 320 ხმა)

ცესკოს ბოლო მონაცმებით სულ დათვლილია ხმების 99.9%. თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

 

კომენტარები