არჩევნები 2020

გლდანის ოლქში დათვლილია ხმების 100%, ნიკა მელია - 43.88%, ლევან კობიაშვილი - 42.69%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გლდანის მაჟორიტარულ ოქლში დათვლილია ხმების 100% (სულ 115 უბანი).

საბოლოო შედეგებით გლდანის ოლქში მეორე ტური გაიმართება. შედეგები კი ასეთია:

ნიკა მელია - ოპოზიციის საერთო კანდიდატი - 43.88% (31 094 ხმა)

ლევან კობიაშვილი - პარტია ქართული ოცნება - 42.69% (30 246 ხმა)

ცესკოს ბოლო მონაცმებით სულ დათვლილია ხმების 99.9%. თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

კომენტარები