არჩევნები 2020

ვაშაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნები არალეგიტიმურად იყოს ცნობილი

ახლა მივდივართ ყველა რუსთავლზე ხალხთან შესახვედრად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბოლოო გადაწყვეტილებებს რადმენიმე დღეში მივიღებთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არალეგიტიმურად იყოს ცნობილი ეს არჩევნები და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს საერთო პოზიცია. ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ჩამოვყალიბდით, თუმცა ველოდებით სხვა პარტიებს. ჩვენ ვიხრებით იმისკენ, რომ არ ვაღიაროთ ამ არჩევნების შედეგები, უბრალოდ, ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება ყველა პოლიტიკური ძალის. 

თქვა სტრატეგია აღამაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები