არჩევნები 2020

გოგუაძე: ეს არჩევნები იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია

ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას. ერთმნიშვნელოვნად არ ასახავდა. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს. ამ არჩევნებს არალეგიტიმურად ვაცხადებთ. ხვალ უკვე მიტინგი გამოცხადებულია და სამოქმედო გეგმასაც მოგახსენებთ ხვალ. მაგრამ, ეს არჩევნები ნამდვილად იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია და არა საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. 

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისგან ნამდვილად იყო მოსალოდნელი, რომ რაღაც მას ექნებოდა და ის ასე მარტივად არ დათმობდა ამ ხელისუფლებას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასე უხეშად გაყალბება, ასეთი უხეში მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, ხმების მანიპულაციით, ასეთი უხეში მოქმედებები, თითქოს იყო მოულოდნელი იმიტომ, რომ თუნდაც, ძალიან დიდი დაკვირვებით აკვირდებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მე მაინც მეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეყოფოდა გონიერება და თვითგადარჩენის ინსტინქტი და ასეთ უხეშ მეთოდებზე არ წავიდოდა.

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ნინო გოგუაძემ ნიკა მელიას შტაბში. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები