არჩევნები 2020

ბერძენიშვილი: ქუჩით დავიცავთ ჩვენი არჩევანის შედეგს

ხელისუფალი, რომელიც იტაცებს არჩევნებს, ის ხელისუფალი ამ ქვეყანაში ვეღარ ხელისუფლობს. არის პერიოდები, როდესაც ჩვეულებრივ, ათწლეულში ერთხელ განსაკუთრებით უხამსი ქმედებები ხელისუფლებისა ჩვენი ამომრჩევლის მიერ, საზოგადოების მიერ არის დასჯილი. ამ პანდემიაში ორ მილიონამდე ჩვენმა ამომრჩეველმა დისტანციის დაცვით, ჩვენმა ემიგრანტებმა, ასობით კილომეტრი რომ გაიარეს, ფინანსური შეჭირვების მიუხედავად, ამ ხელისუფლებას უთანასწორო ბრძოლაში უთხრეს - არა. ჩვენ დავამარცხეთ ეს ხელისუფლება და ხელისუფლებამ დაგვიპირა არჩევნების წაგლეჯა. ეს არის მიუღებელი. ამას ჩვენ არ შევეგუებით, ამას ჩვენ არ შევეგუეთ არც 2003-ში, ამას ჩვენ არ შევეგუეთ არც ბათუმში 2004-ში, ამას არ შეეგუება საქართველო. ვერც ერთი ხელისუფალი, რომელიც არჩევნებს წააგებს, ასობით ათასი ხმით წააგებს და დააპირებს ამ არჩევნებში დამარცხების გამარჯვებად გამოცხადებას, ეს ხელისუფალი ვერ დარჩება. იმიტომ, რომ მხდალი ხელისუფლება, კორონა მოშიში ივანიშვილი როგორ მოერევა უშიშარ ქართველ ამომრჩეველს, ამიტომ, ხვალ, 4 საათზე. ისევ იქ ვართ, ამ ათეული წლების განმავლობაში. უნდა დავამთავროთ ეს პოსტსაბჭოურობა, უნდა დავამთავროთ არჩევნების პოსტსაარჩევნო პერიოდის დაცვა, მაგრამ გვაიძულებს, გვერეკება ქუჩაში და ქუჩით დავიცავთ ჩვენ ჩვენი არჩევანის შედეგს. ახალი არჩევნები, სადაც ივანიშვილის პარტია საერთოდ ვეღარ იქნება კონკურენტუნარიანი.

თქვა პირველ ნოემბერს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, ნიკა მელიას შტაბში. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები