არჩევნები 2020

ჯაფარიძე: ცესკო ამდენი საათი არ დებდა მონაცემებს და ნიშნავს, რომ აყალბებენ

შედეგები აცდენილია და ზოგადად, ცესკო რომ ამდენი საათი არ დებდა მონაცემებს ნიშნავს, რომ აყალბებენ და ცდილობდნენ, დაედოთ მიახლოებული შედეგები იმასთან, რაც აჩვენა მათმა ეგზიტპოლმა

თქვა გირჩის ლიდერმა და ოპოზიციის საერთო კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, ზურაბ ჯაფარიძემ. ამ წუთებში ცესკოსთან ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან, ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე არიან გლდანში, ნიკა მელიას შტაბში, სადაც ისინი ერთობლივ გადაწყვეტილებაზე მსჯელობენ.

კომენტარები