არჩევნები 2020

სააკაშვილი TV ფორმულას: სრული იდიოტიზმია თქვენი კვლევა 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ენმ-ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა TV ფორმულას ეთერში ტელევიზიის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს "სრული იდიოტიზმი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულ IPSOS-ის ეგზიტპოლს ენდობა.

"სრული იდიოტიზმია თქვენი კვლევა, სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლეს შეესაბამება ის, რაც გამოაქვეყნა IPSOS-მა. ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაცია, რაც ახლა მიდის ეგრეთ წოდებული Edison-ის კვლევა. არსებობს IPSOS-ის კვლევა და საარჩევნო შედეგები, რომელიც ახლა ნათლად აჩვენებს, რომ მყარად გაიმარჯვა ოპოზიციამ.

რა 46% "ოცნებას", ავად ხომ არ არის ვინმე?!". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები