არჩევნები 2020

სააკაშვილი: "ოცნებას" ძალა უკვე აღარ აქვს, მათი შხამიანი კბილი ძალიან დასუსტებულია

[...] არაფერი საშიში და შემაშინებელი არაა, რადგან ამათ არაფერი ძალა უკვე აღარ აქვთ. მათი შხამიანი კბილი ძალიან დასუსტებულია, წყნარად მოვიდეთ არჩევნებზე და მინდა, მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ პარტიას, გავაერთიანოთ ძალები ჩვენი გამარჯვების დაცვისთვის საარჩევნო ხმების დათვლის დროს.

ჩვენ არაფერი გასაყოფი არ გვაქვს. გარწმუნებთ, რომ ყველა პარტია შეძლებს თავისი ძალის, პოტენციალის და უფლებების რეალიზებას. არანაირი დაპირისპირება ნამდვილად არ არსებობს, პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად განწყობილი ვართ ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

დღეს და ხვალ გადამწყვეტი დროა, რათა ხელისუფლების შეცვლის პროცესი საქართველოში წარმტებით დაგვირგვინდეს. აბა თქვენ იცით!

ამბობს მორიგი ვიდეომიმართვისას საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები