არჩევნები 2020

ბოტკოველი კალაძეზე: უბრალოდ სასაცილოა, ეს არის დამფრთხალი ხელისუფლების საუბარი

ტაბულა

თელავში, ყვარელში, ლაგოდეხსა და ახმეტაში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.

"მინდა, მოვუწოდო კიდევ ერთხელ ყველას, რომ მივიდნენ არჩევნებზე. კალაძის განცხადება უბრალოდ სასაცილოა, ეს არის დამფრთხალი ხელისუფლების საუბარი. მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ და ათას რაღაცას დაგვაბრალებენ ჩვენ. 

ახლა ვიმყოფები სოფელ ყარაჯალარში, სადაც ის, რაც ხდება, უკვე წარმოსახავს, თუ როგორ არის ხელისუფლება მობილიზებული, როგორმე თავი გადაირჩინოს." - ამბობს ბოტკოველი მთავართან სატელეფონო ინტერვიუში.

ბოტკოველის თქმით, ყარაჯალარში ადამიანებზე ზეწოლა მიმდინარეობს, როგორც საარჩევნო უბნის გარეთ, ასევე საარჩევნო უბანზეც. 

"მათი ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანებს პირდაპირ მიუთითებენ, რომ შემოხაზონ ქართული ოცნების სასარგებლოდ." - ამბობს ბოტკოველი. 

კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება." 

ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები